LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიკ ჯგუფი“ საქართველოში 150 ტურისტულ ვილას ააშენებს

276

„არიკ ჯგუფი“ კვების ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
კომპანიამ საპარტნიორო ფონდთან შეხვედრა გამართა, სადაც ქართული ფისტას წარმოების განვითარების გეგმა და საინვესტიციო პროექტის დეტალები წარმოადგინა. ამასთან, შეხვედრაზე „არიკ ჯგუფი“ -ს წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს გააცნეს სხვა სამომავლო გეგმებიც. კომპანია ჯამში 2000 ჰექტარზე – 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენებას აპირებს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის გეგმავს.

„არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და ინვესტირებას 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, „არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.

საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) – ანუ „მწვანე“ აგრო-ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება. პირველად ისტორიაში ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები