LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლოტკინზე ვილა აშენდა, რომელიც თითქმის 5 მილიონი ღირს

479
ipiccy_image

ივერთუბანში (ლოტკინი) ვილა აშენდა, რომელიც თითქმის 5 მილიონი ლარი ღირს. მფლობელმა უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა და განცხადება „სიტყვა და საქმის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.

„სასწრაფოდ იყიდება ვილა ლოტკინზე, „ჯინოს“ მოპირდაპირე მხარეს, ყველაფერი არის ახალი გარემონტებული, გარე და შიდა აუზით, კინოთეატრით, ეზოს ტერიტორიაზე დაეტევა 7 მანქანა“, – წერია უძრავი ქონების გასაყიდ განცხადებაში.

ფოტო: მთაწმინდაზე ახალი აშენებული კერძო სახლი თითქმის 10 მლნ ლარად იყიდება

ამავე განცხადების მიხედვით, კერძოდ სახლის ფართობი 1000 კვ.მ-ია, ეზოსი – 800 კვ.მ. ვილას აქვს 10 ოთახი, აქედან 4 საძინებელია.

ლოტკინზე მდებარე ვილის ღირებულება, ამჟამად, 1 600 000 დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 5 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ კერძო სახლი ახალი აშენებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები