LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა საშიში საკვების მიღებისთანავე ბავშვის წყალში შეშვება

252

ცნობილია, რომ საკვების მიღების შემდეგ აუზში შესვლა ან ზღვაში ბანაობა რეკომენდებული არაა. მიიჩნევა, რომ საკვების მიღების შემდეგ ბანაობა კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს და სპაზმის განვითარებას უწყობს ხელს. რეალურად არ არსებობს არანაირი სამედიცინო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭამის შემდეგ ზღვაში ბანაობა პირდაპი კავშირშია კუჭის სპაზმთან. ცნობილია, რომ საკვების მიღების შემდეგ ძლიერდება სისხლის მიმოქცევის პროცესი, ხოლო ცურვისას (ისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის დროს) სისხლის ეს ნაკადი განსაკუთრებით სჭირდება კუნთებს. ამდენად კუჭ-ნაწლავის სისტემა არასაკმარის მომარაგებას იღებს და მონელება რთულდება. ამან კი შესაძლოა სპაზმი და კოლიკა გააძლიეროს.

ავსტრალიელი ექიმი დარენ მორტონი, რომელიც სპორტსმენებთან მუშაობს, ამბობს, რომ ყველაზე მეტად კოლიკა და მუცლის ტკივილი მოცურავეებს აწუხებთ. აბდომინალგიური სიმპტომები შესაძლოა, განვითარდეს როგორც უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ საკვები ადამიანს 1 ან 2 საათით ადრე აქვს მიღებული. აქვე მორტონი ამბობს, რომ კოლიკას ცურვისას განსაკუთრებით აძლიერებს ხილის ან წვენის მიღება. ეს უკანასკნელი მუცლის შებერილობას იწვევს, რაც ფიზიკური დატვირთვისას აწვება ორგანოებს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა უბედური შემთხვევის რისკი სპაზმის დროს ბავშვებში, მორტონი ამბობს, რომ არა. მისი თქმით, ეს რისკი არსებობს მაშინ, როცა ბავშვი ღრმადა შესული ზღვაში და ვერაფერს ეჭიდება, ან მაშინ როცა კარგად ცურვა არ იცის. ეს კი საკვებთან და სპაზმთან კავშირში არაა.

თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, წყალში დაღუპული ბავშების შეთხვევები მეტად გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული და აქ საკვები რისკფაქტორად არ მიიჩნევა. ამერიკელი მკვლევარების აზრით, სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ცურვის არცოდნა და აუზების გაუმართაობაა. რაც შეეხება მოზრდილებს, აქ სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებზე მოდის. ყველაფრის გათვალსწინებთ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საკვების მიღების შემდეგ ცურვა ბავშვებისთვის დანაშაულია, თუმცა ყველა შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად, რკომენდებული არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები