LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ნინი ბრეგვაძე არ გინახავთ – სექსუალური ცეკვა მომღერლისგან ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

645

მუსიკალური შოუ „X ფაქტორის“ მონაწილე, მომღერალი ნინი ბრეგვაძე აშკარად არის დაჯილდოვებული ცეკვის ნიჭითაც, რომელიც ახლახან გამოავლინა. მან სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ქორეოგრაფის მიერ დადგმულ ცეკვას ასრულებს. შეგიძლიათ, თავად შეაფასოთ.

„რაც გადავწყვიტე არტისტობა, იმ დღიდან მქონდა ჩემი სუბიექტური შეხედულებები თუ როგორი უნდა ყოფილიყო პოპ შემსრულებელი სცენაზე. იმაზე სასაუბროდ არ დავხარჯავ დროს და არც თქვენ მოგაწყენთ თავს რომ ფონოგრამის და კარგად გალესილდამუშავებული ჩანაწერის ფონზე პირის აყოლების ნაცვლად არტისტი რეალურად უნდა მღეროდეს ლაივ კონცერტზე. ამას გარდა, სხვა დანარჩენ მონაცემებთან ერთად სულ ვთვლიდი, რომ არტისტი არ უნდა იყოს ბოძი/ხე სცენაზე, უნდა შეეძლოს მაყურებლისთვის დაუვიწყარი შოუს ჩვენება არა მხოლოდ კარგი ვოკალური მონაცემებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოძი და ხე არ ვყოფილვარ არასდროს სცენაზე (მე ასე მგონია) მაინც გადავწყვიტე, რომ თუ მე მაქვს პრეტენზია, ვიყო კარგი არტისტი, მაშინ აუცილებლად მომიწევდა დამეკმაყოფილებინა თითოეული კრიტერიუმი და დაახლოვებით 2 თვის წინ მივაკითხე ჩემს უნიჭიერეს ქორეოგრაფ მეგობარს ირაკლი ფიფიას. და ესეც ჩვენი 2 თვის შედეგი. ვიცი არ ვარ საუკეთესო მოცეკვავე, მაგრამ ვფიქრობ მაგალითი მაინც შემიძლია ვიყო იმის თუ როგორ შეგიძლია გინდოდეს და აკეთებდე ყველაფერს ამისთვის.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ თქვენი რეპერ/მსახიობ/მოცეკვავე ნინელი…“ – წერს ნინი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები