LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას სირიას აკისრებს

90

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას სირიას აკისრებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

უწყების წარმომადგენელმა სირიის ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების – ირანისა და სირიის ქმედებები დაგმო.

„რუსეთი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს დაპირდა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის მარაგების განადგურებას უზრუნველყოფს, საბოლოოდ პასუხისმგებელია იქ მის გამოყენებაზე,“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სირიის იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები