LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაშარ ასადი ინალ არძინბას არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის „აღიარებაში“ დახმარებას დაჰპირდა

136
ასადი და არძინბა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების უზრუნველყოფისთვის“ ყველა ღონეს გამოიყენებს.

ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თუ საქართველოს ნორმალური ურთიერთობები სურს, ჩვენ ვითხოვთ აფხაზეთის აღიარებას.. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია“ - ინალ არძინბა

„თუ ვსაუბრობთ ჟენევის დისკუსიებზე, მაშინ განიხილება შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელზეც მოვითხოვთ, ხელი მოაწეროს ქართულმა მხარემ“ - ამბობს არძინბა.

ე.წ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და დაგმეს „შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით“.

„მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მრავალპოლარული ტენდენციების გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ოკუპირებულ სოხუმში არძინბას სახელობის აეროპორტის გახსნა სურთ

პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის“.

მანვე ასევე აღნიშნა, აფხაზეთსა და სირიას შორის განათლების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, სირიის სახელმწიფოს მეთაურმა, კულტურისა და სპორტის სფეროში ორმხრივი დიალოგის განვითარების პროექტების მხარდაჭერა გამოაცხადა.

საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას: ინალ არძინბა 

მხარეებმა ასევე განიხილეს აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკის განვითარების მიზნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ინალ არძინბამ სირიის პრეზიდენტს „აფხაზეთის პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას ძალისხმევა გააცნო ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნისა და ინვესტორებთან აქტიური მუშაობის შესახებ.

არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია – აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას

„აღინიშნა რუს და ბელორუს ინვესტორებთან ერთობლივი „აფხაზურ-სირიული“ მუშაობის აქტუალობა.

მხარეებმა დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა“ აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობა.

აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ – ინალ არძინბა

მხარეებმა ასევე დაგმეს კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები