LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ სოხუმში არძინბას სახელობის აეროპორტის გახსნა სურთ

143
სოხუმი

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნას გეგმავენ.

ტურიზმის ე.წ. მინისტრის თქმით, ეს მოვლენა ტურიზმის დინამიკური განვითარების მაჩვენებელი იქნება. თეიმურაზ ხიშბა სათანამშრომლოდ იწვევს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთთან უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი ბელარუსს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g