LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

88

აშშ საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შეერთებული შტატების ხელისუფლების სახელით განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია.

“ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში. ქართველებს ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის ღვაწლისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე,” – წერს მაიკ პომპეო.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.