LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ – ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის მოლოცვა ქართულ ენაზე დაასრულა

349
Untitled design (8)

საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას – და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ ქართულ ენაზე.

როგორ ულოცავს ზელენსკი ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს: „დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები