LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საქართველოსთან ბიზნეს ურთიერთობებს გაამყარებს

84

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და აშშ-ს საქმიან წრეებს შორის ურთიერთობების გამყარების შესაძლებლობას ხედავს. მაიკ პენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ამერიკული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე აღნიშნა და ბიზნეს ურთიერთობების საუკეთესო გამოხატულება უწოდა.

„ჩვენ გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარებასთან დაკავშირებით. მე მივესალმები, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა ეხსნება ეკონომიკის თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამ სფეროში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს დოლანდ ტრამპის სიტყვებს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

“ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც ცნობილია ანაკლიის პორტის მშენებლობას „თიბისი ჯგუფი“ ამერიკულ „კონტი ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს. ნავსადგურის ოპერატორადაც მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine-ია შერჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები