LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ფეთჰულა გიულენის სახლს ცეცხლი გაუხსნეს

119

პენსილვანიაში ორგანიზაცია „ფეტოს“ ხელმძღვანელის, ფეთჰულა გიულენის სახლთან სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, სროლის შესახებ ზარი პოლიციის განყოფილებაში დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ, რაც უცნობმა კაცმა გიულენის სახლთან სროლა დაიწყო და სახლის ეზოში შეღწევა სცადა, დაცვის წევრებმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. შეიარაღებულმა კაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ფეთჰულა გიულენს ოფიციალური ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრაილების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ამერიკის შეერთებული შტატებისგან მის ექსტრადირებას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები