აუდიტის სამსახური: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დამატებით განმარტებებს საჭიროებს

პოპულარული

წარმატების ფორმულა

აუდიტის სამსახური: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დამატებით განმარტებებს საჭიროებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მიმდინარე დეფიციტის ანგარიში და ინფლაცია, დამატებით განმარტებებს საჭიროებს.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომდევნო წლის ბიუჯეტის შესახებ დასკვნაში წერს, მსგავსი ტიპის ანალიზის არსებობა, მოგვცემს სარწმუნო სურათს არსებული და მოსალოდნელი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებას და აამაღლებს სამთავრობო გადაწყვეტილებების სანდოობის ხარისხს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, კანონპროექტში არ არის წარმოდგენილი განმარტებები პროგნოზირებული ფისკალური მაჩვენებლების „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის შესახებ (გადასახდელების წესი – 30.0% (მშპ-სთან), ბიუჯეტის ბალანსის წესი (ბიუჯეტის დეფიციტი) – 3.0% (მშპ-სთან), ვალის წესი – 60.0% (მშპ-სთან)), ასევე, ფისკალური ინფორმაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშიც.

”აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან გადასახდელების წესის მაჩვენებელი გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადაცდა ზღვრულ ნიშნულს და იგი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოხდეს გაანალიზება მსგავსი ფაქტების გამომწვევი მიზეზების, მაჩვენებლების ზღვრული ნორმის ფარგლებში დაბრუნებისათვის გასატარებელი ღონისძიებებისა და პარამეტრების ფაქტობრივი ოდენობის შესახებ”, – ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, დასკვნაში წერია, რომ 2018 წლის გადასახდელების წესის პროგნოზირებული მაჩვენებელი 29.9%-ის დონეზეა განსაზღვრული და მცირედით ჩამორჩება ორგანული კანონით დადგენილ 30.0%-იან ნიშნულს.  ”თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის გარდა ადგილი აქვს წლის განმავლობაში მობილიზებული სხვა დამატებითი რესურსების ფაქტობრივ ხარჯვას (მიზნობრივი გრანტები და პირდაპირი საინვესტიციო ჩარიცხვები, რომლებიც არ გაითვალისწინება გეგმაში), რაც 2014-2016 წლების განმავლობაში საშუალოდ მშპ-ის 0.5%-ს შეადგენდა, მნიშვნელოვნად იზრდება ორგანული კანონით დადგენილი ლიმიტის დარღვევის რისკი”, – ნათქვამია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონის პროექტის შემდგომი წარდგენა მოიცავდეს განმარტებას, თუ რა პარამეტრები განაპირობებენ განსხვავებას ბიუჯეტის დეფიციტის პროექტში წარმოდგენილ მაჩვენებლებს შორის.

”კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2001 წლის GFSM (Government Finance Statistics Manual) მეთოდოლოგიით 1.6%-ს, IMF-თან შეთანხმებული მეთოდოლოგიით 3.3%-ს, ხოლო „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ ერთი პარამეტრის მიხედვით 3.7% შეადგენს, რომელიც თავის მხრივ, არ მოიცავს განმარტებას თუ რა მეთოდოლოგიის საფუძველზეა გაანგარიშებული. 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებლები GFSM 2001-ით 0.2%-ს, ხოლო IMF-თან შეთანხმებული მეთოდოლოგიით 4.1%-ს შეადგენს”, – ნათქვამია დასკვნაში.

მისი ავტორების შეფასებით, ბიუჯეტის კანონის პროექტი არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას სტრუქტურული და ციკლზე მორგებული დეფიციტის შესახებ, რომელთა შემუშავება და მონიტორინგი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მშპ-სთან მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურებ. IMF-ის პროგნოზით, 2018 წლისათვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ციკლზე მორგებული ბალანსი (დეფიციტი) -2.4%-ს, ხოლო სტრუქტურული ბალანსი (დეფიციტი) -2.7%-ს გაუტოლდება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, აუდიტის სამსახურის შეფასებით, კანონპროექტით ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 4.5%-ის დონეზე და 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს WB-ის და 0.3 პროცენტული პუნქტით IMF-სა და EBRD-ის პროგნოზებს.

”საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებაა ასევე ინფლაციის 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის. კერძოდ, IMF-ის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება, ხოლო ADB-ის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს BDD-ით განსაზღვრულს (4.0%). ამასთან, 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 2.0 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება IMF-ის, ხოლო 1.7 პროცენტული პუნქტით ADB-ის პროგნოზებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 9 თვის მონაცემებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.2%-ს შეადგენს, ხოლო წლის ბოლო პერიოდი ხასიათდება ინფლაციური პროცესების გააქტიურებით, მოსალოდნელია 2017 წლის ინფლაციის წლიური მაჩვენებლის გადაცდომა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (4.0%). აქედან გამომდინარე, სასურველია კანონპროექტი შეიცავდეს დამატებით განმარტებას 2018 წლის ინფლაციური პროცესების შესახებ”, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ექსპორტ-იმპორტთან მიმართებაშიც.  ”კერძოდ, კანონპროექტით განსაზღვრული ექსპორტის მოსალოდნელი ზრდა 9.3%-ს შეადგენს და 2.7 პროცენტული პუნქტით აჭარბებს IMF-ის პროგნოზს. იმპორტის შემთხვევაში ანალოგიური სხვაობა 1.1 პროცენტული პუნქტია. საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული განსხვავება კიდევ უფრო იზრდება. ალტერნატიული პროგნოზებიდან მსგავსი მასშტაბის გადახრების გათვალისწინებით, სასურველია, კანონპროექტი მოიცავდეს დამატებით განმარტებას ექსპორტ-იმპორტის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ”, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, კანონპროექტი საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 8.0%-ზე მეტის ოდენობის რესურსის მიმართვას. თუმცა, როგორც დასკვნაშია მითითებული, არც აღნიშნული დოკუმენტით და არც სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტად და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით გაწეულ გადასახდელად, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს მიზნობრივი ნიშნულის შესრულების მონიტორინგის პროცესს.

”ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის მიზნით მომზადებულ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს შემდგომ სრულყოფას, რადგან იგი არ მოიცავს სახელმწიფო საწარმოებთან, PPP-ებსა (საჯარო და კერძო თანამშრომლობა) და PPA-ებთან (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები) დაკავშირებული ფისკალური რისკების ანალიზს, რაც აფერხებს ფისკალური წნეხის სრულყოფილ შეფასებას. გარდა ამისა, ასევე საყურადღებოა ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომელთა 2017 წლის შესრულების მდგომარეობა დაბალია. კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება კი ზრდის სესხის მომსახურების ხარჯებს, რადგან კონტრაქტების ნაწილი ითვალისწინებს მსესხებლისათვის ვალდებულების გადასახადის დაკისრებას სესხის აუთვისებელ ნაწილზე. 2017 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადახდილ იქნა 2.7 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი (commitment fee). აღნიშნული შესაძლებელია რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყოს მთავრობის პრიორიტეტების ან/და სტრუქტურულ ცვლილებებსა და დისკრეციულ გადაწყვეტილებებთან, თუმცა მნიშვნელოვანია გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობის გათვალისწინება. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, „გრანტების“ მუხლის გეგმური მაჩვენებელი (265 მლნ ლარი), რომელიც 7%-ით არის შემცირებული 2017 წლის გეგმასთან შედარებით, არ მოიცავს სსიპ-ების მიერ საკუთარი შემოსავლებიდან ბიუჯეტში მისამართ თანხებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია სსიპ/ა(ა)იპ-ების კომერციული ბანკების ანგარიშებზე განთავსებული თანხების შესახებ (2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით), რაც მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან მათ მიერ მისაღები დაფინანსების გაანალიზებისათვის. ანგარიშგების ეტაპზე გეგმასთან შესადარისობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია პროექტი შეიცავდეს ინფორმაციას მისაღები დივიდენდების წყაროების შესახებ. გასული წლების განმავლობაში დივიდენდების მობილიზების უარყოფითი ტენდენციებისა და 2018 წელს ამ მუხლით მისაღები შემოსავლების მხოლოდ ერთ წყაროზე (ეროვნული ბანკის) კონცენტრირებით, გარკვეული რისკის ქვეშ დგება დივიდენდების გეგმის შესრულების საკითხი”, – ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, „პროცენტის“ მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი არ მოიცავს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე აუქციონის გზით განთავსებული თანხებიდან მოსალოდნელ შემოსავალს. ”პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პროგრამული ბიუჯეტის დანართი დღემდე არ მტკიცდება და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის, შეფასდეს პროგრამების ეფექტიანობა. ძირითადი ნაკლოვანებებია შემდეგი მიმართულებებით: საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადება; პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირება; პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავება; მეთოდოლოგიური ხარვეზები”, – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები / ბიზნესი /

|

16 ოქტომბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => biujeti
                                    [1] => proeqti
                                    [2] => ganmarteba
                                    [3] => auditis-samsakhuri
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 176086
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => biujeti
                                    [1] => proeqti
                                    [2] => ganmarteba
                                    [3] => auditis-samsakhuri
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 176086
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 651
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => biujeti
                                    [1] => proeqti
                                    [2] => ganmarteba
                                    [3] => auditis-samsakhuri
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => biujeti
                                    [1] => proeqti
                                    [2] => ganmarteba
                                    [3] => auditis-samsakhuri
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (176086) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (8273,4483,651,9202)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 294411
                    [post_author] => 16
                    [post_date] => 2018-10-11 16:15:24
                    [post_date_gmt] => 2018-10-11 12:15:24
                    [post_content] => 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება.

„განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი - ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ვმუშაობთ ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

აღნიშნულ კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
                    [post_title] => 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => 2019-wlidan-soflis-mkhardacheris-programa-aghdgeba
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-10-11 16:15:24
                    [post_modified_gmt] => 2018-10-11 12:15:24
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=294411
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 294422
                    [post_author] => 16
                    [post_date] => 2018-10-11 16:10:30
                    [post_date_gmt] => 2018-10-11 12:10:30
                    [post_content] => წლევანდელ წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით 1 965 000 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალისწინებული, ხოლო 26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.

„დარჩენილი 30%-დან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის, რომელიც წლევანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით იზრდება. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
[post_title] => რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 150 მილიონით იზრდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => regionuli-ganvitarebisa-da-infrastruqturis-saministros-biujeti-150-milionit-izrdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-11 16:33:51 [post_modified_gmt] => 2018-10-11 12:33:51 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=294422 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 293968 [post_author] => 16 [post_date] => 2018-10-10 16:54:44 [post_date_gmt] => 2018-10-10 12:54:44 [post_content] => 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საწვავზე აქციზის შემცირებას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. "ამ ეტაპზე აქციზში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება პროექტის კორექტირებას, თუკი კორექტირების ფარგლებში მივიღებთ წინადადებას, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი შემცირდეს, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი რომელიმე გადასახადის შემცირებაზე",- განაცხადა კაკაურიძემ. ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს. [post_title] => 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, საწვავზე აქციზის შემცირება არ იგეგმება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 2019-wlis-biujetis-proeqtit-sawvavze-aqcizis-shemcireba-ar-igegmeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-10 16:54:44 [post_modified_gmt] => 2018-10-10 12:54:44 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=293968 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 294411 [post_author] => 16 [post_date] => 2018-10-11 16:15:24 [post_date_gmt] => 2018-10-11 12:15:24 [post_content] => 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება. „განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი - ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ვმუშაობთ ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. აღნიშნულ კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. [post_title] => 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 2019-wlidan-soflis-mkhardacheris-programa-aghdgeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-11 16:15:24 [post_modified_gmt] => 2018-10-11 12:15:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=294411 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 178 [max_num_pages] => 60 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 38db4f5821f9f57382ca2555a1162ad8 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები