LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახურმა „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ დაიწყო

93

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების“ პროექტი დაიწყო.

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო  აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, რომლებსაც ხელი გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა, მოაწერა.

„ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ  შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ   გახდნენ  საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები,“ – აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა,  გაიარონ  სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი  ხორციელდება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და  მოწვეული  ექსპერტების ჩართულობით.   პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები