LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 30 მილიონის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

41

2017 წლის 4 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 88 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 7.070 პროცენტით, მაქსიმალური- 7.155 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.129 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები