LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა – ეროვნული ბანკი ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ პლატფორმას შექმნის

125
ნათია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელს ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკსა შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვასა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის გზების დასახვას. ამასთან, ხაზი გაესვა ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობას.

„მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკში თავმოყრილია უნიკალური ინტელექტუალური კაპიტალი და პროფესიული გამოცდილება. ამ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის საფინანსო სექტორს, სხვა უწყებებს. ეროვნული ბანკის მიდგომების გაზიარება და დანერგვა მოთხოვნადია ცენტრალური ევროპის, თუ რეგიონის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებშიც, შესაბამისად, ვფიქრობთ, მომწიფდა დრო იმისთვის, რომ ცოდნის გაზიარების სტრუქტურირებული, ორგანიზებული პლატფორმის შექმნაზე გვეფიქრა. საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, უწყვეტი სწავლისა და ინოვაციებისთვის, ორგანიზებას ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი გაუწევს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფინანსური განათლების მიმართულებით ახალ პროექტებზე მუშაობას.

პოპულალურები