LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა აამოქმედა

113
პლატფორმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

აქამდე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის საგადახდო მომსახურებების ტარიფების, ვალუტის გაცვლითი კურსების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ინფორმაციის ცალ-ცალკე მოძიება უწევდათ, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა.

„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისე საბანკო სექტორში გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებას“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ახალი პლატფორმის წარდგენის ღონისძიებაზე, რომელსაც კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ხელმძღვანელები, პროექტში ჩართული მხარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები