საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
2026 წლის მარტის ბოლოსთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით გაიზარდა და 72.74 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.89%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.02%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან მარტის ბოლოსთვის 69.47 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 2.21%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 2.24%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 77.97% იყო, ევროს წილი კი – 20.19%.
