LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია დაბა მანგლისთან – ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17

117

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა, დაღუპულია 2 პირი, 17 კი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები