LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: „2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა“

118
ავტოსაგზაო შემთხვევა

„გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა.

ვახტანგ გომელაური: „2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა“

ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, მეოთხე კვარტალში არსებული სტატისტიკა გაუარესდა:

„2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წელს – 5469, ხოლო 2023 წელს- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვი, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაური: უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის კიდევ ორი შვეულმფრენის გადმოცემა

მინისტრის თქმითვე, გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, გასულ წელს აქტიურად ხდებოდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარება და 2023 წელს 672 ზოგადი ხედვის და 211 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები