ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც – ისინი ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს, მათ მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
