ბათუმის ისტორიულ უბანში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ოპუს სიგნაჩარი“ შენდება, რომელიც საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად სხვადასხვა მომსახურებას, დასვენებისა და ბიზნესისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. პროექტი GTEM ჯგუფმა წარადგინა, როგორც რადიო „ფორტუნას“ ეთერში კომპანია GTEM ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან კვაჭაძემ განაცხადა, კომპლექსი დაახლოებით 20 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და ჯავახიშვილის, გრიბოედოვის, კომახიძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის განთავსდება.
„ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, პირდაპირი მნიშვნელობით, მიაწოდოს ქალაქს ის, რაც აკლია. შესაბამისად, ავაშენებთ უპრეცედენტო მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც ბათუმის ისტორიულ უბანს ახალ ხელწერასა და სტატუსს მანიჭებს. იქაურ მაცხოვრებლებს კი პერსონალიზებულ სერვისებს, გამარტივებულ პრემიუმ კლასის ცხოვრების სტილს შესთავაზებს,“ – ქეთევან კვაჭაძე.
პროექტი გათვლილია როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების მყიდველებზე, ისე ინვესტორებზე. კომპლექსში დაგეგმილია კონსიერჟისა და ვალეტ-მომსახურება, ბიზნესცენტრი და საკონფერენციო სივრცეები, სავაჭრო და გასართობი ობიექტები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები, აუზი, სპა და ფიტნესცენტრი. პროექტის არქიტექტორია დავით გოგიჩაიშვილი, House Art Studio-ს ხელმძღვანელი.
„ოპუს სიგნაჩარის“ პირველი თაუერის მშენებლობის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, ხოლო წინასწარი გაყიდვები უკვე მიმდინარეობს.
