LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

121
შსს

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები