LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში საჰაერო იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა

62

ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეტევის სამიზნე „თალიბი“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, საჰაერო იერიშის დროს ჭურვი ადგილობრივ მეჩეთს დაეცა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები