LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში სასტუმრო ”ალფაბეტი” გაიხსნა

636

თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. 4 ვარსკვლავიანი ბუტიკ-სასტუმრო „ალფაბეტი“ (Alphabet) ავლაბარში, თელავის ქუჩაზე მდებარეობს. ის 20 ნომრისგან შედგება და ერთდროულად 60 სტურმის მიღება შეუძლია. რაც შეეხება დასაქმებულ ადამიანებს, ახალ სასტუმროში 20-ამდე კადრი დასაქმდა.

ბუტიკ-სასტუმრო „ალფაბეტის” გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდა.

”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობის დინამიურმა ზრდამ ჩვენს ქვეყანაში კარგი სტიმული მისცა კერძო სექტორს, რომ სულ მეტი და მეტი ახალი სასტუმრო გაიხსნას როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები