LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავოკადოს ზეთის სასარგებლო თვისებები

4715

ავოკადოს ზეთის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ აცტეკების დროს აღმოაჩინეს, ქალები მას უძველესი დროიდან იყენებდნენ კანის მოსავლელად, რადგან საოცარი ხილი იმ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც კანს ელასტიურობას, ვიტამინები B და E კი, ბზინვარებას მატებენ.

მაკიაჟის მოცილების საშუალება

ავოკადოს სახის საწმენდი საშუალება დაგეხმარებათ რბილად და დაზიანების გარეშე მოიცილოთ სახიდან მაკიაჟი და ის მტვერი, რომელიც ფორებში აღწევს. დაიტანეთ ბამბაზე ცოტა ავოკადოს ზეთი და ფრთხილად წაისვით სახეზე, მის ჩამოსაბანად კი, ის გელი ან ქაფი გამოიყენეთ, რომლითაც ყოველდღე სარგებლობთ.

თმის აღდგენის საშუალება

ცხელი მზის და ზაფხულის სეზონის შემდეგ თმას სერიოზული დატენიანება ჭირდება. ნახევარი საათით გაიჩერეთ თავზე ავოკადოს ნატურალური ზეთი, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შამპუნის ან კონდიციონერის შერჩევისას კი, მიაქციეთ ყურადღება, რომ მის შემადგენლობაში აუცილებლად იყოს ავოკადოს ზეთი.

ზეთი ტერფების დასარბილებლად

შხაპის მიღების შემდეგ, სქელ ფენად შეიზილეთ საცხი, რომელშიც აუცილებლად იქნება ავოკადოს ზეთი, მერე კი, ჩაიცვით თბილი წინდა და ეცადეთ დაასვენოთ ფეხები.

საცხი თვალის გარშემო მუქი ლაქების მოსაშორებლად

ავოკადოს ზეთი უამრავ ნატურალურ ცხიმს შეიცავს, მეტიც ის, საუკეთესო დამარბილებელი და მკვებავი საშუალებააა. თვალის საცხის შერჩავისას დარწმუნდით, რომ მის შემადგენლობაში ავოკადოს ზეთიც შედის, რადგან სწორედ ის აქრობს არასასიამოვნო მუქ ლაქებს თვალების გარშემო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები