LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობანზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

48

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მას მიკროავტობუსი იმ დროს დაეჯახა, როდესაც   ავტობანზე მანქანა ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები