LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი საქართველოს ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

44

აზერბაიჯანი საქართველოს ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის.

როგორც  ევროპის გაზის სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრიალის  შემდეგ სააგენტო Trend–ს  SOCAR–ის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა, მანამდე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველო წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს იღებდა.

“ახლა კი ჩვენ შევძელით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა ამ მიმართულებით მილსადენის საშუალებით, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს,“– განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამჟამად არსებობს შესაძლებლობები დამატებით 500–700 მილიონი კუბური მეტრი გაზის მისაღებად შაჰ- დენიზის საბადოდან.

„ჩვენ შევძლებთ ამ გაზის ნაწილის გამოყენებას აზერბაიჯანში, ნაწილს კი საქართველოსა და თურქეთს მივაწვდით,“ – აღნიშნა აბდულაევმა.

„აქამდე ჩვენ არ გვქონდა ტექნიკური შესაძლებლობა, გაგვეზარდა საქართველოსთვის მიწოდება. შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ „შაჰ-დენიზის კონსორციუმს”, რის შედეგადაც ზამთარსა და ზაფხულში მიწოდების თანაფარდობა 70/30–ზეა (მანამდე იყო 60/40)“– განაცხადა SOCAR–ის ხელმძღვანელმა.

ყოველწლიურად საქართველოში გაზის მოხმარება დაახლოებით 2,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ამასთან, „შაჰ დენიზის საბადოდან საქართველოს 750–800 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, 1,4 მილიონს “სოკარი”, კიდევ 200 მილიონ კუბური მეტრის მიწოდებას კი რუსული მხარე უზრუნველყოფს. 2016 წლის მიწოდების მოცულობები ახლა ზუსტდება და მოხმარების მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები