LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის მიერ “ცეცხლის ცალმხრივად შეეწყვეტის” გადაწყვეტილებას სომხეთი სიცრუეს უწოდებს

45

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ინფორმაციას არ ადასტურებს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შაბათს განახლებული კონფლიქტის შედეგად მთიან ყარაბაღში უკვე 30 ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყანამ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება გაიზიარა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მისივე თქმით, აზერბაიჯანი განაახლებს საომარ მოქმედებებს, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს.

სომხეთში კი ამტკიცებენ, რომ ომი რეგიონში კვლავ გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი არცრუნ ოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანი „საინფორმაციო ხაფანგს“ აგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები