LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

80

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, წელს პირველად აზერბაიჯანის მოსახლეობა აირჩევს ლიდერს, რომელიც ქვეყანას მომდევნო 7 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის პოსტისთვის 7 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, 56 წლის ილჰამ ალიევიც, იბრძვის.

ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიების განცხადებით, მათ გადაწყვეტილება რეალური პოლიტიკური კონკურენციისა და დამოუკიდებელი მედიის არარსებობის გამო მიიღეს.