LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

127
დავით სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს და მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს თაჰირ მირკიშილს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები გაიხილეს. ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაზრდილი ტვირთების ტრანსპორტირების ფონზე და მზაობა გამოხატეს, ხელი შეუწყონ აღნიშნული დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირებას.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მეგობრული, მოძმე ქვეყნები არიან და ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ვისაუბრეთ აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ეკონომიკური პროექტების და ეკონომიკური განვითარებისთვის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე,” – აღნიშნა მილი მეჯლისის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა.

შეხვედრებს ესწრებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები