LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wanderlust Reader Travel Awards 2026-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

114
საქართველო

ბრიტანულმა უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust Travel Media ყოველწლიური დაჯილდოების – Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოაქვეყნა.

ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო მოხვდა ნომინაციაში „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.

ნომინანტებს შორის გამარჯვებულებს მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ.

ხმის მიცემა Wanderlust-ის ვებგვერდზე დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ.

ცნობისთვის, Wanderlust Reader Travel Awards 25 წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.