LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 14 მილიონია გათვალისწინებული

49

2018 წლის ბიუჯეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 14 მლნ ლარია გათვალისწინებული, – ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

”სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ მიმართულებით ბიუჯეტი 2018 წელს განისაზღვრა 276 მლნ ლარით, საიდანაც სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისთვის გამოყოფილია 98,7 მილნ ლარი, შეღავათიანი აგროკრედისტებისთვის 45 მლნ ლარი, რთველის სახელმწიფო ღონისძიებებისთვის 17 მლნ ლარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისთვის – 7,8 მლნ ლარი, აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის 9 მლნ ლარი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით წინა შემოტანისგან განსხვავებით ჩვენ ახლა უკვე 14 მლნ ლარი შემოვიტანეთ, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას როგორც კომიტეტთან, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები