აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს არ დარიგდება

74

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს არ დარიგდება. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ უწყება შესაბამის ღონისძიებებს გაზრდილი ტექნიკის პირობებში თავად ჩაატარებს . მისივე თმით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მასშტაბური კამპანიის წარმოება იგეგმება,  რისთვისაც შესაბამისი თანხები უკვე გამოიყო. მოცემული კუთხით კი სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

მავნებელი მწერის საწინააღმდეგო პრეპარატები მოსახლეობას შარშან დაურიგდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები