LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი მეუღლე იქნება

291

ბაჩო ახალაიას ახალი ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება. ყოფილი თავდაცვის მინისტრის სასამართლო პროცესზე ანი ნადარეიშვილი დღეს პირველად გამოვიდა.

ბაჩო ახალაიას ბრალი გენერალ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე აქვს წარდგენილი, მის ინტერესებს მეორე ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილიც იცავს.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა, საქმის პროკურორის განმარტებით, დასაკითხი მოწმეები ისეთი ტიპის საიდუმლო ინფორმაციას გააჟღერებდნენ,  რისი გახმაურებაც კანონით არ შეიძლება.

სხდომის დახურვას არ დაეთანხმა ბრალდებული. ბაჩო ახალაიას განცხადებით, მას დამატებით 60 000 ლარის გაფლანგვას ედავებიან და ეს საიდუმლო  არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები