LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადე აირია: მსოფლიო ჩემპიონატზე არასამუნდიალო გუნდები რჩებიან

49

მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსთვის ის გუნდები იბრძვიან, რომლებთაც ფინალში 52 წელია არ უთამაშიათ.

წლევანდელ მუნდიალზე ისე მოხდა, რომ ადრეული სტადიიდან გავარდნენ დიდი ადამიანები და გუნდები. გავარდნილების ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, შეიძლება უკეთესიც კი გამოვიდეს: მესი, რონალდო, გერმანია, ესპანეთი…

ხუმრობა იქით იყოს და ესპანეთის რუსეთისგან გამოვარდნის შემდეგ, საპლეიოფო ბადის ერთმა მხარემ ცოტა უჩვეულო სახე მიიღო. აქ არ დარჩნენ ტურნირის ბოლო სტადიისთვის დამახასიათებელი გუნდები (ამ წუთისთვის: რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, შვეიცარია, კოლუმბია, ინგლისი).

იმ გუნდებიდან, რომელთაც ფინალამდე მისვლა შეუძლიათ, ოქრო მხოლოდ ინგლისს აქვს აღებული, პლუს მხოლოდ შვედეთს უთამაშია ფინალში და ესეც ძალიან ადრე – ინგლისი 1966 წლით იწონებს თავს, შვედეთი 1958 საშინაო მუნდიალით.

ხორვატების საუკეთესო შედეგია მესამე ადგილი 1998 წლის ჩემპიონატზე. შვეიცარია და კოლუმბია მეოთხედფინალს არ გამცდარან.

არ არის გამორიცხული, წელს ნახევარფინალში მართლაც უცნაური წყვილები მივიღოთ, არასამუნდიალო. მაგალითად: რუსეთი-შვეიცარია ან თუნდაც ხორვატია-კოლუმბია.

ბადის მეორე მხარეს კი გრანდები დარჩნენ – ბრაზილია და საფრანგეთი. თან ორგზის ჩემპიონი ურუგვაიც მათთანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები