LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანანი ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

336

როგორც აღმოჩნდა, არომატულ ბანანს, რომელიც ბავშვებთან ერთად უფროსებსაც ძალიან უყვართ, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. აღნიშნული მოსაზრების დამამტკიცებლად ამერიკელ და ევროპელ მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე კვლევა ჩაატარა და დაადასტურა, რომ  ბანანი არა მარტო სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება, არამედ ავსებს ჩვენს ორგანიზმს კალიუმითა და მაგნიუმით, რაც თავის ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, ბანანი სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც მასის მომატება სურს. თუმცა, მათ, ვინც ჭარბ წონას ებრძვის თავი უნდა შეიკავონ მისი მირთმევისგან, რადგან  სულ რაღაც 100 გრამი ბანანი მთელ 89 კალორიას შეიცავს. ბანანის მიღებას გვირჩევენ მედიკოსები ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც, ანუ მაშინ როცა, ორგანიზმს დახარჯული კალორიების აღდგენა სჭირდება. თუმცა, ბანანის სასარგებლო თვისებები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ეს არაჩვეულებრივი ნაყოფი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს  სახიფათო ვირუსული დაავადებისგან, რადგან მისი შემადგენელი სასარგებლო ელემენტები – გლიკოპეტინები და ცილები ყველაზე ეფექტურად იცავენ ორგანიზმში სახიფათო ვირუსებისგან და ამცირებენ გრიპით, С-ჰეპატიტით და შიდსით დაავადების რისკს. რა თქმა უნდა, ბანანს არ შეუძლია ადამიანის ყველა ვირუსული დაავადებისგან განკურნვა, თუმცა, სამომავლოდ სწორედ Н84Т-ცილის (რომელსაც ბანანი შეიცავს დიდი ოდენობით), გამოყენებას გეგმავენ მედიკოსები  იმ პრეპარატების დამზადებლად, რომლებიც ადამიანებს მძიმე ვირუსული დაავადებიებისგან დაიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები