LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანანის საუზმეზე მირთმევა სახიფათოა!

1324

ბევრი სიამოვნებით მიირთმევს ბანანს საუზმეზე და დარწმუნებულია, რომ ეგზოტიკური ხილი ერთდროულად გემრიელიცაა, ნოყიერიც და სასარგებლოც. თუმცა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბანანის უზმოზე ჭამა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რადგან დადებითი თვისებების მიუხედავად, ხილი დიდი ოდენობით შეიცავს გლუკოზას, მისი უზმოზე მირთმევა კი, საგრძნობლად ზრდის შაქარის შემცველობას სისხლში. ამიტომ, დიაბეტით დაავადებულებს ან მათ ვისაც, მომატებული აქვს გლუკოზა, კატეგორიულად ეკრძალება ბანანის საუზმეზე მირთმევა.

მედიკოსების მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმი ბანანში არსებულ სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს მხოლოდ სხვა პროდუქტთან ერთად ითვისებს. ამიტომ, კარგი იქნება თუ დილას ბაბანს ფაფასთან, რძის პროდუქტთან ან თხილთან ერთად მიირთმევთ. ასევე რეკომენდებულია ბანანის თერმოდამუშავება, რადგან ასე საგრძნობლად მცირდება მასში შაქრის შემცველობა.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის ყველაზე გემრიელიც რაციონალურად მივირთვათ, რადგან სასარგებლო ხილის ჭარბად მოხმარებაც კი, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები