LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონასთვის მეტოქეებს გააქვთ: მესი-სუარესის დუეტი ყველაზე მაგარია

45

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონა’ შინ „რომა“ დაამარცხა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 4:1.

 

კატალონიელებმა ორი გოლი რომაელების წყალობით გაიტანეს. დე როსიმ და მანოლასმა საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი. ეს ავტოგოლები „ბარსას“ მეტოქეებისთვის მე-4 და მე-5 გამოდგა ლიგის ამ სეზონში.
ამდენი ავტოგოლი ერთი გუნდის სასარგებლოდ არ ყოფილა 2002/03 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც საკუთარ კარში 4-ჯერ შეაგდეს მილანის „ინტერის“ სასარგებლოდ.

ამასთან, „ბარსელონას“ ბომბარდირი ლიგაზე ლეო მესია – 6 გოლი, მეორე ადგილზე – ავტოგოლებია.

 

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში პირველად გაიტანა 2017 წლის 8 მარტის შემდეგ. მაშინ პსჟ-ს კარი დალაშქრა (6:1).

 

„ბარსას“ 33 წლის კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ მეოთხედფინალში 21-ედ ითამაშა. ამ მაჩვენებლით ის ჩავის და რაიან გიგზს გაუთანაბრდა.

 

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „რომასთან“ შეხვედრის დაწყებამდე კარლეს პუიოლმა ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანისთვის სიგელი გადასცა.

 

და კიდევ:
ლეო მესი და ლუის სუარესი – 2018 წელს ევროპის საუკეთესო დუეტია. მათ ანგარიშზე 32 გოლია.

მესი – 17
სუარესი – 15

 

„რომას“ ერთი გოლი ჟერარ პიკემ გაუტანა. იგი ჩემპიონთა ლიგაზე სამ ყველაზე შედეგიან მცველებს შორის მოხვდა. პიკემ სერხიო რამოსს გაუსწრო და დანი ალვეშს გაუთანაბრდა.

რობერტო კარლოსი – 16
ივან ელგერა – 15
ჟერარ პიკე – 12
დანი ალვეში – 12
კრისტიან პანუჩი – 11
სერხიო რამოსი – 11

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები