LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანის“ დაცვის წევრების დაჭრაში ბრალდებული სასამართლოში მივიდა

38

ღამის კლუბ “ბასიანის” ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, სააპელაციო სასამართლოში მივიდა.

მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ქვლივიძის ადვოკატი ამბობს, რომ სამი პირი იმის გამო დაჭრა, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ის თავს იცავდა.

ქვლივიძე საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღეს სააპელაციოს სასამართლო ბრალდებულისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ითხოვს, რომ ქვლივიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები