LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმიდან ექვსი ახალი მიმართულებით გაფრინდებით

89

ბათუმის აეროპორტი 2017 წლის ზაფხულის სეზონიდან ფრენების ახალ მიმართულებას და ახალ განრიგს გთავაზობთ.

მაისიდან ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით, კვირაში 3 ფრენა შესრულდება. ფრენებს Nordstar Airlines ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

3 ივნისიდან რეგულარული რეისები განხორციელდება, კიევის, ჩერეპოვეცისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც.

კიევის მიმართულებით, ავიაკომპანია Anda Air ოთხშაბათსა და შაბათს იფრენს. ჩერეპოვეცის მიმართულებით რეისს Severstal Airlines მხოლოდ კვირაში ერთხელ – შაბათს განახორციელებს, ხოლო სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, ყოველ შაბათს, კომპანია Nordavia Airlines–ის თვითმფრინავი იფრენს.

კიდევ ორი მიმართულება დაემატება ბათუმის აეროპორტს  21-22 ივნისს – ზაპოროჟიეს და დუბაის მიმართულებით.

ზაპოროჟიეს რეისები Ukraine Int. Airlines–ის მიერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო დუბაის მიმართულებით მგზავრებს Flydubai კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს გადაიყვანს.