LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერიიდან 101 ადამიანი გაათავისუფლეს

103

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული.

ლაშა კომახიძის თქმით, გაუქმებული სამსახურების უფროსები გათავისუფლებულად მიიჩნევიან. „თუმცა, მათი რესურსს გამოიყენებენ მერიაში“.

ვინ იქნებიან ახალი სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ, როცა საკრებულო მერიის ახალი სტრუქტურული ცვლილებების გეგმას დაამტკიცებს.

სამსახურის ხელმძღვანელებს აღარ ეყოლებათ მოადგილეები. სამაგიეროდ გაიზარდა განყოფილებების რაოდენობა. ცვლილებების შედეგად გაუქმდა აიპი „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“, ასევე მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახური.

ცვლილებების შემდეგ ბათუმს მერს ერთი მოადგილე დაემატა. ვინ დაიკავებს ამ ადგილს, ჯერჯერობით, უცნობია. ამჟამად მერს ერთი მოადგილე და ერთი ვიცე-მერი ჰყავს.

ცვლილებები შეეხო მერის რწმუნებულებსაც. ეს სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა მუნიციპალური სერვისების სააგენტო. ახალი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რეორგანიზაციის შემდეგ 30 შტატზე თანამშრომლებს კონკურსით შეარჩევენ, კონკურსი ამ თანამდებობების დასაკავებლად კი მაისში გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები