LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აქცია ორ ლოკაციაზე გადანაწილდა, სამასამდე ადამიანი პოლიციის სამმართველოსთან მივიდა

25

ბათუმში საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. “ფორტუნას” კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სამმართველოს შენობაში შესასვლელი ჩაკეტეს.

აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც, პროტესტის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

ბათუმში აქციაზე სულ ხუთი პირი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს,  რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის “ბათუმი პლაზასთან” დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დააჯარიმა.

შელაპარაკებისას პოლიციელებმა მძღოლები დააკავეს, ადგილზე მყოფი თვითმხილველებმა მხარი მძღოლებს დაუჭირეს და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები