LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

53

28-29 ივლისს, ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სპორტული, სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებაა.  ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება დღის 12 საათიდან, ბათუმის ცენტრალური პარკის პირდაპირ ზღვის სანაპიროზე დაიწყება. 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ სპორტული ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასებში: სამოყვარული და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. ფესტივალი ‘Kitedreams Georgia“ -ს ორგანიზებით იმართება.

ბათუმში ზაფხული ფესტივალებითა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წელს, მხოლოდ ივლისში, ქალაქში 60-ზე მეტი კულტურული ღონისძიება იმართება. მათ შორის გამორჩეულია შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც დღეს Black Sea Arena-ზე როკის ლეგენდის, Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები