LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გაჩენილმა ხანძარმა 7 ოჯახი დააზარალა

72

გუშინ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა დღის ბოლოს მოხერხდა. დამწვარია ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლი. შემთხვევის შედეგად ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო, მეხანძრე კლინიკაში გადაიყვანეს.

ცეცხლმა 7 ოჯახი დააზარალა – მათ მერიამ დროებით საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზა.

ბათუმის მერიის ცნობით, სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის – მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები