LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვების ნახატებით შეიძლება მივხვდეთ, როგორი იქნება მისი ინტელექტი ზრდასრულობისას

373

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ფსიქოლოგების მტკიცებით, 4 წლის ბავშვის ნახატებიდან შეიძლება დადგინდეს, როგორი იქნება მისი ინტელექტი ზრდასრულ ასაკში.

ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები ექსპერტებმა 0-დან 12 ქულამდე შეაფასეს, ისინი აკვირდებოდნენ ბავშვის მიერ დახატულ ნახატებზე ცხვირს, პირს, სხეულს, თვალებს, თითებს და ა.შ.

მაგალითად, თუ ბავშვმა დახატა ადამიანიფეხებით, ხელებით, თავით და სხეულით, მაგრამ არ დაამატა სახის ნაკვთები, ასეთი ნახატი იღებდა 4 ქულას.

დადგინდა, რომ წლების შემდეგ, ბავშვების ინტელექტი, რომლების ნახატებმა მაღალი ქულა მიიღეს, მოზარდობის ასაკში ბევრად მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც დაბალი ქულები მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები