LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებმა, რომლებსაც წერა-კითხვას ადრეულ ასაკში აძალებდნენ, მომავალში დაბალი ინტელექტი აჩვენეს

82

ადრეული აკადემიური სწავლება, რაც წერა-კითხვის სკოლამდელ ასაკში დასწავლებას გულისხმობს, შორეულ პერსპექტივაში ძალიან საზიანოა. ამ დასკვნამდე ამერიკელი ფსიქოლოგი, პიტერ გრეი მივიდა, რომელმაც ეს დასკვნა მრავალწლიანი კვლევის შედეგად დადო. ის წლების განმავლობაში აკადემიური დისციპლინის ბავშვის განვითარებაზე გავლენას სწავლობდა. გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებსაც თამაშის ნაცვლად 4-5 წლის ასაკში კითხვას, წერასა და თვლას ასწავლიდნენ, მომავალში საკმაოდ დაბალი ინტელექტუალური შკალით შეფასდნენ. დაბალი იყო როგორც მათი აკადემიური მოსწრება, ასევე ემოციური და სოციალურ ინტელექტი.

ადრე მსგავსი კვლევა 1970 წელს ჩატარდა. 50 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იმის მიხედივით შეადარეს, ვის ჰქონდა ადრეულ ასაკში დასწავლილი წერა-კითხვა და ვინ ატარებდა მეტ დროს სოციალურ აქტივობებსა და თამაშში. პირველ კლასში შედეგი საგრძნობი იყო, წერა-კიხთვის მცოდნეები აკადემიური მოსწრებით წინ იყვნენ დანარჩენ ბავშვეზე, მეოთხე კლასიდან კი მათი ინეტელქტის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.

გერმანიაში ჩატარებული ამ მასშტაბური კვლევის შემდეგ, განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღების სასწავლო პროგრამიდან წერა-კითხვის ყველა გაკვეთილი ამოიღო. ასეთივე კვლევამ, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, აჩვენა, რომ ბავშვებს ადრეული აკადემიური მოსწრებით ორჯერ ხშირად აღენიშნებოდათ ქცევითი პრობლემები. 39 პროცენტი კი სხვადასხვა დანაშაულში იყო შემჩნეული.

პიტერ გრეი განმარტავს, რომ ბავშვის ადრეული დასწავლა ახდენს მის უნებლიე ორიენტაციას წარმატებასა და კონკურენციაზე, რაც ასოციალურ ქცევას იწვევს. მაშინ როცა თამაშით ბავშვები სოციალურ უნარებსა და კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას სწავლობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები