LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, სკოლიდანაც გამრციხეს – დავით ჭიჭინაძე

95

“მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, სკოლიდანაც გამრიცხეს, კომკავშირის ბილეთთან უდიერად მოპყრობის გულისთვის”, – ამის შესახებ  ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ტვ პირველის ეთერში გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა. დეპუტატი  მიიჩნევს, რომ მის მგავსად, ქართული ოცნებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პარტიდან მის გაშვებას ხელს აწერენ, არასდროს ყოფილან ქართული ოცნება. ჭიჭინაძის განცხადებით „ქართული ოცნებაა“ საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი.

დავით ჭიჭინაძეს ეჭვი ეპარება, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყოს. მისივე განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებას.

„ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. მე მათთან ვერავინ დამაშორებს. შესაბამისად, ქართველ ხალხთან ერთად და ნამდვილ ოცნებასთან ერთად გავახსენებ იმ ადამიანებს, თუ რა არის ქართული ოცნება.
მე ვარ დეპუტატი. ვასრულებ ამომრჩევლის ნებას. რომ არ ვგრძნობდე ხალხის მხარდაჭრას, არც ისეთი შეურაცხადი ვარ, ვაკეთო ის განცხადებები, რაც რეალობა არ არის. როდესაც ესენი ამ ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას, ეს მათი გადასაწყვეტია და ვფიქრობ ამას უახლოეს არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს. რომელია უფრო მაგარი, 100 ცხვარი თუ ერთი მგელი, ამასაც დავანახებთ“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგ გირჩი დავით ჭიჭინაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. გირჩის განმარტებით, ისინი იზიარებენ დეპუტატის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო აცხადებს, რომ პარტიიდან პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები