LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

63

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარლებულ მოვაჭრეებს, საპატრულო პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია ბიზნესცენტრთან დილიდან მიმდინარეობს და ორგანიზატორების განმარტებით, პროტესტი 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება. მოვაჭრეების თქმით ისინი ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

საპატრულო პოლიციის განმარტებით კარვის გაშლა საავტომობილო გზასა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე არ შეიძლება. აქციის აქტიური მხარდამჭერი, „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ კარვებს არ გაშლიან, მაგრამ რეზიდენციის ტერიტორიაზე ლეიბებს განალაგებენ და მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები