LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC საქართველოს ხვალინდელ არჩევნებზე სტატიას აქვეყნებს

54

ბრიტანელი იოსეფ ალექსანდერ სმიტი 5 წელია, საქართველოში ცხოვრობს და ჩვენს ქვეყანაში ამჯერად თბილისის საკრებულოში კენჭს იყრის. სმიტი პირველი ბრიტანელია, რომელიც ასეთ ცვლილებებში მიიღებს მონაწილეობას.

სმიტი საბურთალოზე საკუთარი ველოსიპედით გადაადგილდება და კარდაკარის პრინციპით ხვდება ქართველ მოსახლეობას. მას შემდეგ, რაც 82 წლის ნანა ყავლაშვილს შეხვდა, ქართველი ქალი სმიტის ქართულის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ქართულით საუბრობთ, ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა,“ –  უთხრა ნანა ყავლაშვილმა სმიტს.

თავად სმიტი ხაზს უსვამს, რომ თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა, რასაც მოსახლეობაც მასთან საუბრისას განსაკუთრებით გამოყოფს. ბრიტანელი აღნიშნავს, რომ კარგად იცნობს თბილისის პრობლემებს და, ასევე, თვალყურს ადევნებს პოლიტიკის სიახლეებსაც.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

პოპულალურები