LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის ეროვნული ბანკის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

74

ბელგიის ეროვნული ბანკის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი კი შენობაში აღმოჩენილი საეჭვო კონვერტი გახდა, რომელიც ბანკში ფოსტამ მიიტანა. ბანკის მომსახურე პერსონალის თქმით, მათ მიიჩნიეს, რომ კონვერტში სადენები იდო.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. გამნაღმველებმა კი, დაადგინეს, რომ კონვერტი საფრთხეს არ წარმოადგენდა.მოგვიანებით თქვეს, რომ კონვერტში  მხოლოდ ვიდეოკასეტა იდო.

ეროვნული ბანკის შენობიდან ხალხის ევაკუაცია გასულ კვირასაც განხორციელდა, მიზეზი მაშინ  საკონფერენციო დარბაზში აღმოჩენილი საათი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები